top of page
Untitled-3_edited.jpg
flags_edited.jpg

პროჩინური პროპაგანდა საქართველოში

​ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მესიჯები, მისი ბასრი ძალის ის მეთოდები, რომელსაც აქტიურად იყენებს საქართველოზე. თუმცა, საქართველოს პოლიტიკურ არეალში კიდევ ერთი ავტორიტარული ქვეყანა გამოჩნდა, რომლის გავლენის მოპოვების მეთოდები საკმაოდ განსხვავდება რუსეთისგან და შესაძლოა ჩვენთვის ჯერ უცხოც კია - ეს ჩინეთია. ჩინეთი არის ავტორიტარული ძალა, რომელიც უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს და იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დასავლეთმა შექმნა. ჩინეთთან მზარდი თანამშრომლობა შეიძლება გახდეს ევროინტეგრაციასა თუ სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი. თუმცა, ამის მიუხედავად, პარტნიორობის გაღრმავების ინტერესები ჩვენი მთავრობის მხრიდან სულ უფრო იზრდება. 

 ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა 2023 წლის 31 ივლისს ახალ ეტაპზე გადავიდა, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რაც თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს 4 სფეროში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ კულტურულსა და საერთაშორისო ურთიერთობებში.  მოცემულ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. დოკუმენტის პირველივე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობასადმი, საუბარია ასევე, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს ანუ აღიარებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა: „ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,  დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ამაზე.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ თავს იკავებს ან ეწინააღმდეგება გაეროს იმ რეზოლუციებს, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ბოლო ასეთი რეზოლუცია გაერომ 8 ივნისს მიიღო, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნებას თავიანთ სახლებში. ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემაზე ჩინეთმა შეიკავა თავი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს  ეს რეზოლუცია სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა. პარლამენტსი თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, "ამ შემთხვევაში თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია".

 

კვლევის მიხედვით, ჩინეთის პოზიტიური იმიჯის შექმნა საქართელოში ძირითადად ანტიდასავლური გზავნილების ხარჯზე ხდება. ანტიდასავლური და პროჩინური ნარატივების ერთობლივად გაზიარებით, იკვეთება ჩინეთის, როგორც სანდო პარტნიორის სურათი.

image.png

ქართული ოცნების მხარდამჭერები

pngwing.com.png
პრორუსული ჯგუფები

4 ძირითადი პროჩინური ნარატივი

1. ჩინეთი, როგორც მედიატორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში
ქართული ოცნების მხარდამჭერები (2).png

ჩინეთი დაგვეხმარება ოკოპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ეს კი მოხდება რუსეთთან ურთიერთბების ნორმალიზებით

3. აშშ-ს ომი VS ჩინეთის მშვიდობა
ქართული ოცნების მხარდამჭერე��ბი (2).png

ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, რომელიც არ ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში, არ შეჭრილა სუვერენულ ქვეყანაში, აშშ-სგან განსხვავებით

2. ჩინეთი რუსეთთან ერთად ბალანსის ცენტრი იქნება
ქართული ოცნების მხარდამჭერები (3).png

ჩინეთი და რუსეთი ერთად დაამარცხებენ ამერიკის ჰეგემონიას

4. ჩინეთი ეკონომიკურად გაგვაძლიერებს
ქართული ოცნების მხარდამჭერები (3).png

ჩინეთთან კავშირები საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია

 პრო-ჩინურ ნარატივების გავრცელებასთან ერთად, ანტი-ამერიკული და ანტი-ევროპული პროპაგანდა იკვეთება მმართველი პარტიის პოლიტიკოსების მხირდანაც.

რომელ სახელმწიფოსთანაა თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის უფრო პრიორიტეტული?

irakli.jpg

 რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არამხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისაც პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას – ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიცაა გამოხატული. მაგალითად, გააქტიურებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩინური კომპანიები....

 რაც შეეხება აშშ-ს – აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული, სისუსტე გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი, რაც ნუ ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო.

ირაკლი კობახიძე

male-journalist.png

თქვენ რა გგონიათ? ევროკავშირის წევრი დღეს, რომ გავხდეთ, თქვენ იცით, რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს დადებული? თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან.

papuasi.jpg

შალვა პაპუაშვილი

ჩინეთის ეკონომიკური შანტაჟი

ჩინური კომპანიები მართლაც არიან ჩართულნი საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაში, თუმცა ბევრი ასეთი ჩინური კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების შავ სიებში არიან შესულნი.

ისტორიკოსი გვანცა აბდალაძე განიხილავს ჩინეთის ბასრი ძალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს- ეკონომიკურ შანტაჟს. 

 როგორ ახერხებს ჩინეთი კანონიერად ჩააგდოს ქვეყანა სესხის მახეში, მიითვისოს სხვისი რესურსები და ინფრასტრუქტურა?

ანაკლია
 

 განსაკუთრებით დიდი აღშფოთება გამოიწვია ანაკლიის პორტის პროექტის 49% წილის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გადაცემამ. პორტი წარმოადგენს სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას ერთმანეთს აკავშირებს. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი შედგება  China Communications Construction Company (CCCC) Limited და China Harbour Investment Pte. Ltd(CHI).-ისგან. მართალია, (CHI) სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. აღშფოთება კი გამოიწვია CCCC-ისა და მისი შვილობილი კომპანიების გაფუჭებულმა სახელმა.

ჩინეთის საინფორმაციო ომი

 აშშ-საქართველოს სარტატეგიული პარტნიორობის ქარტია აშკარად და ნათლად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე აშშ ღიად აკრიტიკებს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას და ღიად გმობს 2008 წელს რუსეთის ქმედებებს. თუმცა, მთავრობა მაინც ჩინეთისკენ იხრება, რატომ ხდება ეს? ამერიკის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკელები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას და მის ქმედებებს, ჩინეთი კი მმართველ პარტიას ღიად უჭერს მხარს.

 

 არჩევნების შედეგებითაც ჩინეთი კმაყოფილი დარჩა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა და ჩინეთი პატივს სცემს ხალხის არჩევანს, ასევე ისინი მზად არიან იმუშაონ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

Projects
Contact

Baidu-ში (ჩინური google-ის ანალოგი) შესაბამისი საკვანძო სიტყვების მოძიების შედეგად, რომელიც საქართველოს 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, დავადგინეთ, რომ ჩინეთი იყენებს რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებს.

გამოიყოფა 3 ძირითადი ნარატივი
Screenshot 2024-12-02 at 23.04.34.png
ომი თუ მშვიდობა

დასავლეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და ვერ გახადა საქართველო კიდევ ერთი უკრაინა, ვერ გახსნა ახალი ფრონტის ხაზი, რადგან ქართველებმა მშვიდობა აირჩიეს.

გამარჯვება დემოკრატიულია, წაგება არადემოკრატიული

დასავლეთი და აშშ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უსაფუძვლოდ აყენებენ ეჭვქვეშ.

Screenshot 2024-12-02 at 23.04.40.png
Screenshot 2024-12-02 at 23.04.48.png
თუ საქართველო დასავლეთს აირჩევს, ომი დაიწყება

თუ საქართველო ევროკავშირში და ნატოში შევა, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ომი დაიწყება.

ჩინეთი დეზინფორმაციაში ისე დახელოვნებული არ არის, როგორ რუსეთი, თუმცა ხშირად იყენებს რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს. 

როგორ და რატომ 
მუშაობს პროპაგანდა?

სიმარტივე

პროპაგანდა მარტივად გასაგები, მზა პროდუქტია, ამიტომ ადამიანები ადვილად იღებენ მას. არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას, რომ თავად გაანალიზო ან მოიძიო ინფორმაცია.

დამოკიდებულება

 პროპაგანდა ხანგრძლივ ქმედებას გულისხმობს, ამიტომ იწვევს არა მარტო შეჩვევას და მიმღებლობას, არამედ დამოკიდებულებასაც 

ჯგუფურობა

პროპაგანდა ქმნის სართო ღირებულებებით გაჯერებულ ჯგუფურ იდენტობას. ერთი მხრივ, ინდივიდი განიცდის თემის ზეგავლენას და ამავე დროს ინდივიდი თავად მიისწრაფვის თემის სრულფასოვანი წევრობისკენ

როგორ დავიცვათ თავი პროპაგანდისგან

what.jpg

1. დააკვირდით როგორ რეაგირებთ კონტენტზე. ხომ არ იწვევს კონკრეტული ინფორმაცია თქვენს მყისიერ ემოციურ რეაქციას, შეიძლება ეს იყოს აღშფოთება ან აღფრთოვანება. არ მისცეთ ემოციებს საშუალება გაუაზრებლად მიიგაღებინოთ რაღაც ინფორმაცია.

easyy.jpg

2. პროპაგანდა რთულ საკითხებს შავ-თეთრად აჩვენებს, არ აყვეთ მარტივ არგუმენტებს და არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები.

sources.png

3. არ გამოიყენოთ ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ერთი წყარო.

sceptic.jpg

4. იყავით სკეპტიკურად განწყობილი თქვენი თავის მიმართაც. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მიკერძოებულია.

media.jpg

5. პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მედია წიგნიერების ამაღლებაა.

myth-removebg-preview.png

სტატიის ავტორი: მარიამ მეგრელიშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია

CONTACT

Address: 500 Terry Francine St. SF, CA 94158

Tel: 123-456-7890

You can also contact us by using this form:

JOIN THE MAILING LIST

© 2035 by Site Name. Powered and secured by Wix

bottom of page